Flirtic ბლოგი


  • ეს ღირს წაკითხვად: მგონია, რომ ამაღამაც არ მექნება სექსი...
    December 29, 2014

    არასდროს არ მიცდია გამეგო, რითი განსხვავდება მამაკაცური სექსუალური ქცევა ქალის სექსუალური ქცევისგან. და არასდროს არ მიცდია გამეგო, რა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე მარსი ან ვენერა. ასევე არასდროს არ დავინტერესებულვარ: რატომ ფიქრობენ მამაკაცები თავით, ქალები - გულით.

    მაგრამ! წინა კვირის საღამოს მე და ჩემი მეუღლე დავწექით ლოგინში. ჩემი სურვილები თანდათან ტემპერატურას იმატებენ, მაგრამ უცებ მეუბნება: “მემგონი, არ მინდა! მინდა, უბრალოდ გვერდიგვერდ ვიწვეთ და ნაზად მეფერებოდე”.

    მე ვკითხე: “რა?! საყვარელო, რა სისულელეა?”

    და მაშინ მითხრა ის, რისით ნებისმიერ მამაკაცს ეშინია დედამიწაზე.

    "შენ ჩემთან მხოლოდ შენს მამაკაცურ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებ. ის კი, რაც ჩემს სულში ხდება, როგორი ემორციური მოთხოვნილებები მაქვს, როგორც ქალს - არ გაინტერესებს".

    შეწუხებული სახით შემომხედა და დაამატა:
    "ნუთუ არ შეგიძლია გიყვარდეს უბრალოდ იმისთვის, რომ მე - მე ვარ, იმის მიუხედავად, თუ რა ხდება ჩვენს საძინებელში?"

    არაფერი არ მიპასუხია, მაგრამ გავიგე, რომ ამაღამ ვერაფერს ვერ მივიღებდი, გადავტრიალდი და დავიძინე.
    სამაგიეროდ მეორე დღეს თავი გავანთავისუფლებინე სამუშაოზე უფროსს, რომ მასთან ერთად გამეტარებინა დრო. კარგად ვისადილეთ და წავედით რომელიღაც ძალიან ძალიან დიდ (რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქვა) სუპერმარკეტში, სადაც ძალიან ძალიან ბევრი განყოფილებები იყო.

    იგი ერთი განყოფილებიდან მეორეში გადადიოდა, სხვადასხვა ტანსაცმელს ირგებდა, მე კი მთელი ეს დრო მასთან ერთად ვიყავი.

    ვერაფრით ვერ ამოირჩია, რომელი უნდოდა და მეც ვუთხარი:
    "ყველაფერი აიღე", უცებ ყველა ახალ კაბაზე ახალი ფეხსაცმელი მოუნდა, მე ვუთხარი: "რათქმაუნდა, რაც მოგერგება, ყველაფერი ვიყიდოთ". შემდეგ იუველირულ განყოფილებაში გადავედით, რამოდენიმე ბრილიანტებიანი საყურე შეარჩია.

    მინდა ვთქვა… მოკლედ, ძალიან აღელვებული იყო იმით, რაც ხდებოდა. ალბათ, იფიქრა, რომ გუშინდელმა საუბარმა იმოქმედა ჩემზე ასე, რომ თავს ფაქტიურად გემის ჩაძირვის წინ ვდგავარ და იმედგაცრუებული ვცდილობ არ დავღუპო ჩვენი ურთიერთობა. მემგონი, ამის შემოწმებაც კი დაიწყო, იმიტომ რომ მოინდომა ჩოგნის ყიდვა, სინამდვილეში ტენისის თამაშიც კი არ იცის. უბრალოდ არ ეგონა თუ ვეტყოდი: “რათქმაუნდა ძვირფასო, აიღე, კარგი რამაა!”

    იგი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სექსუალური სიამოვნების პიკზე იყო. ღიმილით მითხრა: “მემგონი, მოვრჩი… ძვირფასო, შეგვიძლია სალაროში წავიდეთ”.

    ძლივს მოვითმინე ამ მომენტამდე, ძლივს ვიკავებდი სათქმელს, ბოლოს კი:
    "არა ძვირფასო, მემგონი, არ მინდა!"

    ამ სიტყვების შემდეგ სახე შეეცვალა და ნახევრად ყბაჩამოვარდნილი მეკითხება: “რაა?!”

    მაშინ ვუპასუხე: “საყვარელო! მე მხოლოდ მინდა, რომ ყველაფერი ხელში გეჭიროს. მორჩა. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამსიტუაციაში საერთოდ არ განაღვლებს ჩემი მამაკაცური ფინანსური შესაძლებლობები, და მხოლოდ საკუთარ ქალურ მოთხოვნილებებზე ფიქრობ!” და სწორედ ამ დროს, როცა ვხედავდი, უკვე მზად იყო მოვეკალი (არა მხოლოდ გამოხედვით), მე ნაზად დავამატე: “რატომ არ შეგიძლია გიყვარდეს უბრალოდ იმისთვის, რომ მე - მე ვარ, იმის მიუხედავად, გიყიდი თუ არა რამეს?”