Flirtic ბლოგი



  • ”ერთხელ ადამიანი, ცხენი და ძაღლი გზად მიდიოდნენ. ერთ უზარმაზარ ხეს რომ ჩაუარეს, ხეს მეხი დაეცა და სამივემ ერთად განუტევა სული. თუმცა ადამიანი მაშინვე ვერ მიხვდა, რომ ეს სამყარო მაიტოვა და თავის ცხენთან და ძაღლთან ერთად გზა განაგრძო. ზოგჯერ მიცვალებულებს რაღაც დრო სჭირდებათ, რომ თავიანთი სიკვდილი გააცნობიერონ… გზა შორი იყო, თანაც აღმართს აუყვებოდა. მზე უმოწყალოდ აცხუნებდა და სამივე სიცხესა და წყურვილს გაეთანგა. მოსახვევს რომ გასცდნენ, მარმარილოს დიდებული პორტალი დაინახეს, მის უკან კი ოქროთი მოკირწყლული მოედანი. მოედნის შუაგულში შადრევნიდან ცივი და სუფთა წყალი გადმოჩქეფდა. მოგზაური შესასვლელის მცველისკენ გაემართა: _ გამარჯობა! _გაგიმარჯოს! _რა ჰქვია ამ მშვენიერ ადგილს? _სამოთხე. _რა კარგია, რომ სამოთხემდე მოვაღწიეთ, ძალიან გვწყურია. _შეგიძლია შეხვიდე და იმდენი დალიო, რამდენიც გინდა. _ჩემი ცხენი და ძაღლიც წყურვილით იხოცებიან. _ძალიან ვწუხვარ, მაგრამ იქ ცხოველების შეყვანა აკრძალულია,- უპასუხა მცველმა. მოგზაური შეწუხდა, წყურვილი კლავდა, მაგრამ წყლის დასალევად მარტო არ შევიდა, მცველს მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო. კიდევ დიდხანს მიაბიჯებდნენ აღმართზე, ბოლოს ძალაგამოლეულებმა რაღაც დასახლება დაინახეს: გადაფერდებული და ჭიით გამოჭმული მესრის იქით მოუკირწყლავი ხეივანი მოჩანდა. ერთ-ერთი ხის ქვეშ სახეზე ქუდმიფარებული კაცი იწვა და ეტყობოდა ეძინა. _გამარჯობა! მიესალმა მგზავრი. მწოლიარემ მისალმების ნიშნად უსიტყვოდ დაუქნია თავი. _მე, ჩემი ცხენი და ძაღლი წყურვილით ვიხოცებით. _აგერ იმ ქვებს იქით წყაროა, დალიეთ, რამდენიც გენებოთ. მოგზაური, ცხენი და ძაღლი ნაკადულთან მივიდნენ და წყურვილი მოიკლეს. მერე ისევ იმ კაცთან დაბრუნდნენ მადლობის სათქმელად. _შემოიარეთ ხოლმე, ყოველთვის სიამოვნებით გაგიმასპინძლდებით,- უთხრა მან. _ხომ ვერ მეტყვი რა ჰქვია ამ ადგილს? _სამოთხე. _სამოთხე? მარმარილოს პორტალთან დარაჯმა გვითხრა, რომ სამოთხე იქ იყო. _არა, იქ სამოთხე კი არა, ჯოჯოხეთია. _თუ ასეა, რატომ არ აუკრძალავთ ტყუილის თქმას?-დაიბნა მოგზაური. _ხომ შეიძლება ამან დიდი არეულობა გამოიწვიოს? _პირიქით, დიდ სამსახურს გვიწევენ. იქ ისინი რჩებიან, ვისაც ნამდვილი მეგობრების ღალატი შეუძლია.”

  • ა) მე შენ მიყვარხარ!;
    ბ) მეგრული: მა სი მიორქ!;
    გ) სვანური: მი სი მალატ!

    აფხაზურად: სარა ბარა ბზია/სარა ბსბოიტ ბზია (მდედრ/მამრ.)
    ავარულად (დაღესტანი): დიი მუნ იოტლულა
    აზერბაიჯანული: მან სანი სევირამ
    ალბანური: უნე დუა ტი
    არაბული: ანა ბეჰიბაკ (მამაკაცს) /ანა ბეჰიბეკი
    აფრიკული (სამხ. აფრიკის რესპ.): ეკ იზ ლიფ ჯოუ
    ბელორუსული: Я цябе кахаю
    ბულგარული: Обичам те
    უნგრული: სერეტლეკ
    ვიეტნამური: ემ იეუ ან’ / ან’ იეუ ემ (მამრ./მდედრ.)
    ბერძნული: ეგო აგაპო (ფილო) სუ / S’agapo – ს აგაპო
    გერმანული: Ich liebe dich (იჰ ლიბე დიჰ)
    დანიური: იეგ ელკსერ დით
    ესკიმოსები: ნა ლიგივაგეტ – Nag ligivaget
    ესპანური: ტე ა მო (მიყვარხარ) / იო ტე კიერო – Yo te quiero – შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ
    ესპერანტო: მი ამას ვინ
    ესტონური: მა არმასტან სინდ
    თურქული: სენი სევი(ჯ)ორუმ/ ბენ სანა სევიორუმ
    იაპონური: სკიდესს/აი სიტე იმასუ (Ai shite imasu)
    ივრითი: ანი ოჰევეტ ოთხა (ქალი კაცს) /ანი ოჰევ ოთახ (კაცი ქალს)
    ინგლისური: I love you – აი ლავ იუ
    ინდური: ნენუ ნინუ პრემისტანანუ
    იტალიური: Ti amo – ტი ამო
    ლაკური (დეღესტანი): ნა ვინ ჰირა ხუნ
    ლათინური: ეგო ტუ ამარე
    ლაოსი: ხოი ჰუკ ჩაუ
    ლატვია: ეს ტევი მელუ
    ლიტვა: აშ მილუ ტავე
    მაკედონიური: იას ტებე საკამ
    მალაიზიური: აკუ კუნდა კაპადა ავაკ
    ნეპალი: მა ტიმილაი მაია გარჩუ / მა ტიმილაი მან პარაუჩუ
    ნორვეგიული: ეგ დეგ ელსკი
    ოსური: აეზ დაე ვარზინ
    სპარსული: მან ტო ეისჩ/ თორა დოსტ დარამ
    სომალი: ანიგა კუ ესელ’
    პოლონური: ია ცე კოხამ/ კოხამ ცე
    რუმინული: ეუ ტე იუბესკ
    სომხური: ეს კეს სერუმემ
    უზბეკური: მენ სენი სევამან
    უკრაინული: Я тэбе кохаю
    ფინური: მინა რაკასტან სინუა
    ფრანგული: Je t’aime [ჟე ტემ]
    ჩეჩნური: სუნა ხიო დუკა ეზა
    ჩეხური: Милую те
    ჩინური: ვო აი ნაი/ვო აი ნი
    შონა (ზიმბაბვე): ნდინოკუდა
    შვედური: Jag alskar dig – ია(გ) ალსკარ დეი
    ჰოლანდიური: იკ ხუიდ ვან იუ