Flirtic ბლოგი


  • ტუჩების დაბერვის ორი უნიკალური რეცეპტი
    October 30, 2014

    რეცეპტი 1

    კბილის ჯაგრისი ზეითუნის ზეთისა და თაფლის ნაზავში დაასველეთ და ტუჩებზე წაისვით, ვიდრე კანი მასას მთლიანად არ შეიწოვს. თუ თქვენი ნაზი ბაგეებისთვის ეს მეთოდი უხეშად გეჩვენებათ, უფრო ნაზი და მარტივი საშუალებაც არსებობს: ჰიგიენური პომადა ტუჩებზე სქლად წაისვით და სამი წუთის შემდეგ თითებით მასაჟი გაიკეთეთ.

    რეცეპტი 2

    1 ჭიქა გოგრის წვენი 1 ჩაის კოვზ ხაჭოს დაუმატეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. მიღებული მასა ტუჩებზე წაისვით, რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული ტამპონით მოიცილეთ. დღის განმავლობაში პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

    ერთი თვის შემდეგ შედეგი სახეზე გექნებათ.