Flirtic ბლოგი


  • ბედნიერი ოჯახი
    June 11, 2014

    - მამა, იცი, მე შეყვარებული ვარ ერთ არაჩვეულებრივ გოგოზე!
    - ძალიან კარგი, შვილო, და ვინ არის ის გოგო?
    - მარი ჰქვია, ჩვენი მეზობლის ქალიშვილია.
    - ნეტავი არ გეთქვა (ამოიოხრებს).. რაღაცას გეტყვი, ოღონდ დამპირდი, რომ დედაშენს არაფერს უამბობ. საქმე იმაშია, რომ მარი შენი დაა!
    შვილი ძალიან დამწუხრდა ამის გაგონებაზე და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან..

    რამდენიმე თვის შემდეგ:
    - მამა, მე ისევ შეყვარებული ვარ და ჩემი რჩეული ძალიან კარგი გოგოა.
    - ძალიან კარგი, შვილო, და ვინაა ის გოგო?
    - ნათია, ჩვენი მეზობლის ქალიშვილი.
    - (ამოიოხრებს) ნეტავი არ გეთქვა. ნათიაც დად გეკუთვნის!
    შვილი გიჟივით გავარდა ოთახიდან..

    გავიდა რამდენიმე თვე და შვილი ლამის დეპრესიაში ჩავარდა. ბოლოს ატირებული შევიდა დედასთან:
    - დედა, ლამისაა გავგიჟდე მამას გამო! ექვსჯერ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ არცერთხელ არ გამოვიდა ურთიერთობა, რადგან მამაჩემი მათი მამაც იყო!
    დედამ გულში ჩაიკრა შვილი და უთხრა:
    - ჩემო სიხარულო, შეგიძლია, შეიყვარო ვინც გინდა. არ მოუსმინო მამას, რადგან ის არ არის მამაშენი!…