Flirtic ბლოგი


  • Don't smoke
    June 11, 2014
    ქალი: ეწევით?
    კაცი: კი.
    ქალი: რამდენ კოლოფს დღეში?
    კაცი: 3 კოლოფს.
    ქალი: რა ღირს 1 კოლოფი სიგარეტი?
    კაცი: 4 ლარი.
    ქალი: და რამდენი ხანია რაც ეწევით?
    კაცი: 15 წელია.
    ქალი: თუკი 1 კოლოფი 4 ლარი ღირს და დღეში 3 კოლოფს მოიხმარ, მაშინ თვეში 360 ლარი გეხარჯება, წელიწადში კი 4 320, მართალია?
    კაცი: მგონი კი…
    ქალი: თუ წელიწადში 4 320 ლარი გეხარჯება, მაშინ 15 წელიწადში 64 800 ლარი გადაგიხდია სიგარეტში, სწორია?
    კაცი: სწორია.
    ქალი: და ხვდები, რომ თუ არ მოწევდი, მაშინ შეგეძლო ფული დაგეზოგა და ამ 15 წლის განმავლობაში “ფერარსაც” კი იყიდიდი?!
    კაცი დუმს…
    კაცი: და შენ ეწევი?
    ქალი: არა.
    კაცი: მერე სად ჯანდაბაშია შენი “ფერარი?