Flirtic ბლოგი


  • 11 მოულოდნელი ფაქტი ქალებზე
    August 01, 2014

    1. ქალის ინტუიცია მართლაც არსებობს. ის მართლაც გრძნობს, რატომ დაფიქრდი მანამ, სანამ უპასუხებდი შეკითხვაზე, როგორ არის შენი უფროსის მდივანი. გადარჩენა მხოლოდ ერთშია – არ მოატყუო.

    2. ყველა ქალი დარწმუნებულია: ყველა ექსბოიფრენდს მყარად სჯერა, რომ ერთხელაც ქალი მას დაუბრუნდება. და ერთგულად ელიან ამ ბედნიერ მომენტს.

    3. როცა ქალი იწყებს საუბარს სიტყვებით “შენ მართლა კარგი ბიჭი ხარ…” – შეგიძლია ჩაალაგო ბარგი-ბარხანა.

    4. ბევრად მეტი ენთუზიაზმით გიპასუხებს ქალი მიმართვაზე “ჩემო ენოტო”, ვიდრე მოსაფერებელ სიტყვებზე: “პატარავ” ან “ბაჭიავ”. რაც უფრო ექსტრავაგანტურია ზედმეტსახელი, მით ნაკლები შანსია, რომ ის სხვა ქალისთვისაც დაგიძახებია.

    5. მას არ უყვარს დედაშენი.

    6. თუ ქალი ინტერესდება შენი საყვარელი ფეხბურთელის სახელით – ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უეცრად გაეღვიძა სპორტის მიმართ ინტერესი. სინამდვილეში ის ცდილობს, მოარგოს შენს ფოსტას პაროლი.

    7. ურთიერთობის დასაწყისში ის ცოტათი ეფლირტავება შენს მეგობრებსა და კოლეგებს… და იცი რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდეთ სათქმელი: “კარგი ეგზემპლარია, ხელიდან არ გაუშვა!”

    8. პირველ პაემანზე მან შესაძლოა გაპატიოს უფულობა, გაუპარსავი წვერი, მაგრამ ვერ გაპატიებს იუმორისა და წარმოსახვის უნარის არქონას?

    9. ქალი ვერაფერს ცუდს იმაში ვერ ხედავს, რომ ჰქონდეს სექსი პირველივე პაემანზე მამაკაცთან, რომელიც მოეწონა. მაგრამ ამას ის მაინც არ გააკეთებს.

    10. ქალები აფასებენ ღირსშესანიშნავ თარიღებს. ყველაზე ღირსშესანიშნავი კი, რა თქმა უნდა, ისინია, რომლებიც შენ აღარ გახსოვს.

    11. ქალი გამუდმებით დაკავებულია შენი შეფასებით და შესაძლოა, იმედები გაუცრუვდეს, თუ ერთხელაც მამაკაცობაზე მისი წარმოდგენიდან თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯით გადაუხვევ