Flirtic ბლოგი


  •   ფოტოზე გამოსახული ადამიანის 8 ტიპიდან, რომელიც უბრალო, გეომეტრიული ფიგურებით (სამკუთხედი, კვადრატი, წრე) არის აგებული აირჩიეთ ნახატი, რომელიც ერთი შეხედვით თქვენს ხასიათთან ყველაზე მეტად მოდის შესაბამისობაში და გაიგეთ, რა არის თქვენი პიროვნების ძლიერი მხარე.

    I ტიპი - “ხელმძღვანელი“: ჩვეულებისამებრ, ასეთი ტიპის ადამიანები ხელმძღვანელი და ორგანიზატორული უნარებით გამოირჩევიან, ორიენტირებულები არიან ქცევის სოციალურად მნიშვნელოვან ნორმებზე, ფლობენ თხრობის კარგ უნარებს, კარგად ახერხებენ ადაპტაციას სოციალურ სფეროში. რაც შეეხება სხვებზე დომინირებას, მას მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოებში ინარჩუნებენ.

    II ტიპი - პასუხისგმებლობის მქონე, შემსრულებელი
    ფლობს ხელმძღვანელის ბევრ თვისებას, თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს ხშირად ყოყმანობს. ამ ტიპის ადამიანები უფრო მეტად ორიენტირებულები არიან საქმის კეთებაზე, გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, ფლობენ პასუხიმსგებლობის მაღალ გრძნობას, ბევრს თხოვენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, აფასებენ სიმართლეს და გამოირჩევიან სამართლიანობით. ხშირად ისინი დაღლილობით გამოწვეული ნერვული წარმოშობის სომატური დაავადებებითაც იტანჯებიან.

    III ტიპი - ფრთხილი
    ამ ტიპის ადამიანები სხვადასხვაგვარი უნარებით და ნიჭით არიან დაჯილდოებულები- ხელსაქმიდან დაწყებული ლიტერატურული უნარებით დამთავრებული. მხოლოდ ერთ პროფესიაში დისკომფორტს გრძნობენ. შერჩეული საქმის აბსოლუტურად განსხვავებული და მოულოდნელი პროფესიით შეცვლა შეუძლიათ. მათი ჰობი, რეალურად, მათი მეორე პროფესიაა. ფიზიკურად ვერ იტანენ არეულობას და ჭუჭყს. ამის გამო ხშირად შედიან კონფლიქტში სხვა ადამიანებთან. გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობით და ხშირად ეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში. სჭირდებათ მსუბუქი შექება, წახალისება.

    IV ტიპი - სწავლული
    ამ ტიპის ადამიანები ადვილად ახდენენ აბსტრაგირებას რეალობისგან, ფლობენ „კონცეპტუალურ გონებას“, გამოირჩევიან ყველა „მათი ტერიტორიის“ დამუშავების უნარით, სულიერად გაწონასწორებულები არიან და რაციოანლურად იაზრებენ საკუთრ ქცევებს. ამ ტიპის წარმომადგენლებს ხშირად შევხვდებით ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც ხელოვნების სინტეთიკური სახეობებით არიან გატაცებულები, როგორიცაა, მაგალითდ, კინო, ცირკი, თეატრალური რეჟისურა, მულტიპლიკაცია და ა.შ.

    V ტიპი - ინტუიციური
    ამ ტიპის ადამიანებს ძალიან მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვთ. ადვილად ერთვებიან ერთი საქმიდან მეორეზე. ჩვეულებისამებრ, გამოდიან „უმცირესობის დამცველებად“, რომელთა უკანაც დგას ახალი შესაძლებლობები. განსაკუთებული მგძნობელობა ახასიათებთ სიახლეების მიმართ. არიან ალტრუისტები, ხშირად ავლენენ მზრუნველობას სხვების მიმართ, აქვთ კარგი ხელსაქმის უნარები და განსხავებული წარმოსახვა, რაც შემოქმედების ტექნიკური სახეობებით დაკავების საშუალებას იძლევა. ჩვეულებისამებრ, გააჩნიათ მორალის საკუთარი ნორმები, ფლობენ შინაგან თვითკონტროლს და უარყოფითად რეაგირებენ ზეწოლაზე, როდესაც ის მათ თავისუფლებას ეხება.

    VI ტიპი - გამომგონებელი, კონსტრუქტური, მხატვარი
    ეს ტიპი ხშირად გვხვდება ტექნიკური მისწრაფებების მქონე ადამიანებში. ასეთი პერსონები ფლობენ მდიდარ წარმოსახვას, გამჭოლ ხედვას, ხშირად არიან დაკავებულები ტექნიკური, მხატვრული და ინტელექტუალური შემოქმედებით. უფრო ხშირად ინტრავერტები არიან. ისევე, როგორც ინტუიციური ტიპები, ცხოვრობენ საკუთარი მორალური ნორმებით, არ ექცევიან გვერდით მყოფების ზეგავლენის ქვეშ. ექვემდებარებიან თვითკონტროლს. არიან ემოციურები არიან და შეპყრობილები არიან საკუთარი ორიგინალური იდეებით.

    VII ტიპი- ტიპი ემოციური
    გამოირჩევიან სხვა ადამიანებთან თანამგრძნობი დამოკიდებულებით, ძალიან განიცდიან ფილმის მძაფრსიუჟეტიან, სულისშემძვრელ სიუჟეტებსაც კი. მძაფრი ემოციური ფონის შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ უუნაროები გახდნენ. გულთან ახლოს მიაქვთ სხვა ადამიანების ტკივილიც და დარდიც. საკუთარი ენერგიის დიდ ნაწილს სხვა ადამიანების თანაგრძნობაზე ხარჯავენ. შედეგად, რთულდება მათი საკუთარი უნარების რეალიზაცია.

    VIII ტიპი- გულგრილი
    წარმოადგენს ემოციური ტიპის სრულ ატნიპოდს. ჩვეულებისამებრ, გულთან ახლოს არ მიაქვს სხვა ადამიანების განცდები, უფრო მეტიც, ხშირად უყურადღებოდაც ტოვებს მათ. თუ ის კარგი სპეციალისტია, შეუძლია აიძულოს სხვები, გააკეთონ ის, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. ხანდახან გულქვაც ხდება. ეს დამოკიდებულება სიტუაციურად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც რაღაც გარკვეული მიზეზებით ადამიანი საკუთარი პრობლემების წრეში იკეტება.

  • 1. დასვენება – არის არა მხოლოდ სამუშაოს/სწავლის გარეშე ყოფნა, არამედ დამოუკიდებელი საქმიანობაცაა. აქვს თავისი ამოცანები, მიზნები, მიღწევის საშუალებები და არსი. ამიტომ არ უნდა მისცეთ თვითმდინარების საშუალება, ის უნდა დაგეგმოთ.

    დაფიქრდით:

    • რაში მდგომარეობს საერთოდ ამ დასვენების არსი ცხოვრების მასშტაბით? მაგალითად: ეს არის პაუზა გადამწყვეტი კარიერული ძალისხმევის წინ, ეს არის წყლულების მოშუშება კატასტროფულად დატვირთული კვირის შემდეგ, ეს არის შესაძლებლობა, იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით (და არა სხვისი მოთხოვნების შესრულება) და ა.შ. 
    • ახლა რად გინდათ დასვენება, რისი მიღწევა გსურთ შედეგად, რა მდგომარეობას გსურთ მიაღწიოთ, რა ამოცანა ამოხსნათ? მაგალითად: ძალების ფიზიკური აღდგენა, ნერვების დამშვიდება, დაფიქრდეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებზე (რომლებზეც შეუძლებელია კონცენტრირება სამსახურში), განახორციელოთ თქვენი ოცნება, შეხვდეთ განსაზღვრულ ადამიანებს და ა.შ. 
    • როგორ აპირებთ ამ მიზნების მიღწევას, ამ ამოცანების გადაწყვეტას? მაგალითად: ჩახვალთ ზღვაზე, მოუვლით ყვავილებს აგარაკზე, მთელ დროს სპა-პროცედურებს მიუძღვნით, დუმილის ფიცს დადებთ, ყოველდღე კინოში ივლით და ა.შ. 
    • როგორი გსურთ იყოთ დასვენების დამთავრებისთვის? მნიშვნელოვანია წარმოიდგინოთ შედეგი, მაშინ ყველა მოქმედება მისკენ იქნება მიმართული, როგორც მეტალის ნივთებს მიიზიდავს მაგნიტი. მაგალითად: თვალებში ბრწყინვალება გაჩნდება, გაქრება მხრებზე სიმძიმის შეგრძნება, მოგინდებათ წაიმუშაოთ :-)

    2. არ შეიძლება დასვენების შერევა მუშაობასთან (მით უმეტეს, ათქვეფა…). ამოიგდეთ თავიდან დაუნდობელი ფორმულა “საუკეთესო დასვენება – საქმის მონაცვლეობაა” (თუ არ გამოგდით, წარმოიდგინეთ, რომ დასვენების სახით შემოეთავაზებინათ კარტოფილის გადმოტვირთვა 50-კილოგრამიანი ტომრებით…). შეემზადეთ, შეეწინააღმდეგოთ გადაწყვეტილებას იმის სასარგებლოდ, რომ პლაჟის ჩანთაში ჩადოთ ნოუთბუქი, დაუმთავრებელი მაგიდის გადასაფარებელი, რომელსაც დედამთილისთვის ქარგავდით, ან წიგნი ალბათობის თეორიის შესახებ: 

    • …დიახ, გიყვართ თქვენი სამსახური და რეალურად ხართ გატაცებული თქვენი ცხოვრების საქმიანობით. მაგრამ, ამ საქმიანობისთვისაც სასრგებლო იქნებოდა, თუნდაც მცირე, პაუზა. დასვენების შემდეგ თქვენ შეძლებთ, ახალი თვალით შეხედოთ თქვენს სამუშაოს და დაინახოთ ახალი შესაძლებლობები. 
    • …დიახ, ჰობი სრულებითაც არ გღლით, პირიქით, გართობთ კიდეც. მაგრამ ქარგვის გართობის ეფექტი, სწორედაც რომ, რთული სამუშაოს ფონზე შეიმჩნევა. პარკში გასეირნების ფონზე კი ქარგვა თავადვე იქცევა სამუშაოდ. 
    • … დიახ, სწავლა მუშაობა არ არის, ხოლო ინტელექტუალური სავარჯიშოები გაფხიზლებენ. მაგრამ თქვენი ტვინისთვის ეს იგივეა, რომ ვაგონიდან კარტოფილის გადმოტვირთვისას შესვენების დროს გაერთოთ სტაფილოთი დატვირთული ვაგონების გადმოტვირთვით. იყავით ლმობიერი თქვენი პატარა ნაცრისფერი უჯრედების მიმართ, მათაც სჭირდებათ კომედია, ნაყინი და ალერსი.

    3. არ შეიძლება, დასვენება მუშაობის/სწავლის ინტერესებს დაუმქვედებარო

    • თუნდაც თქვენ ჯვაროსანთა ლაშქრობების მკვლევარი იყოთ, არ არის საჭირო სანაპიროზე ოტელის ამორჩევისას მეომარი რაინდების მარშრუტებზე და გადამწყვეტი ბრძოლების ადგილებზე ორიენტირება. თორემ ბატალური სიზმრები შეგაწუხებენ. 
    • მოიგონეთ თქვენი დასვენებბის თემა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თქვენ სამუშაო ან სწავლის ინტერესებთან. ისე თითქოს თემატურ წვეულებას იგონებდეთ. თუნდაც ეს იყოს სრულიად არაპრაქტიკული და წარმოუდგენელი რამ. მაგალითად, გასინჯოთ 30 სხვადასხვა სალათი ერთ კვირაში, დაარწმუნოთ ყველა ახალი ნაცნობი იმაში, რომ ქართულად არ მეტყველებთ, ნახოთ სამი ყველაზე ეფექტური ბლოკბასტერი შვებულების განმავლობაში. ჩახვიდეთ კონტინენტზე, რომელზეც თქვენ ჯერ არ ყოფილხართ. 
    • როდესაც სამუშაოს დაუბრუნდებით, მიეცით თავს რაღაც დრო თანდათობით ჩადგეს ჩვეულ რეჟიმში. დაე გარკვეული დროის განმავლობაში შეგინარჩუნდეთ შვებულების ჩვევები, ეს იქნება პლაჟის ჩუსტების ტარება, მოუწესრიგებელი ვარცხნილობა თუ ანანასი საუზმეზე.

    ს. გულიაშვილი
    eva.ge