Flirtic ბლოგი


  •  

      სოციოლოგებმა გამოთვალეს, ურთიერთობის დაწყებიდან რომელ დღეს არიან მამაკაცები და ქალები მზად იმისათვის, რომ ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.

      სტატისტიკამ აჩვენა, რომ გაცნობიდან პირველი თვის შემდეგ პარტნიორს სიყვარულს უხსნის მამაკაცების 39% და ქალების 23%. ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის საშუალოდ 88 დღეც საკმარისია იმისათვის, რომ გადაწყვიტოს საკუთარი გრძნობების გამხელა. ქალები სიყვარულს სიტყვიერად შედარებით გვიან გამოხატავენ – გაცნობიდან 134 დღეში.

      პირველივე თვეს მშობლებისთვის საყვარელი ადამიანის გაცნობას მამაკაცების 30% და ქალების 25% ბედავს, ხოლო მამაკაცების 33% ამ პერიოდის განმავლობაში მეგობარ ქალთან გადადის საცხოვრებლად.

      მამაკაცების 43%-ს და ქალების 36%-ს გაცნობიდან პირველი 30 დღის მანძილზე აქვს ინტიმური ურთიერთობა. თუმცა უმეტესობა (58%) სექსისგან მაინც დიდი ხნით, 2-3 თვით იკავებს თავს.

      დაბოლოს, გაცნობის პირველივე წელიწადს დაქორწინებას მამაკაცების მხოლოდ 33% წყვეტს.

  • ალბათ ზუსტ და სრულ პასუხს ამ კითხვაზე და ახსნას ვერ მოვძებნიდით, მაგრამ ნანიანის უნივერსიტეტის ცნობისმოყვარე სინგაპურელი პროფესორისთვის – იაუ ჩე მინისთვის - ამ “გამოცანის” ამოხსნა არც ისე ძნელი აღმოჩნდა. მაშ როგორ ყოფილა საქმე:

    პირველი: ამბორის დროს თვალებს ვხრით, რომ გრძნობების სიჭარბემ გულყრა არ გამოიწვიოს: “პრინციპში, ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი მხრიდან უყურებთ ამ ყველაფერს. კოცნის დროს ტვინი სენსორული გადატვირთვის ქვეშაა, ამიტომ, თვალების დახუჭვით, თქვენ ქვეცნობიერად ვნებების ბობოქრობას, დაძაბულობას ანელებთ”.

    მეორე: ასე იმიტომ იქცევით, რომ ფოკუსში პარტნიორის სახის ნაკვთები არ დაინახოთ: “იმას ვგულისხმობ, რომ კოცნის დროს, გასაგები მანძილის გამო, თქვენ პარტნიორს სამგანზომილებიან სივრცეში აღარ აღიქვამთ და მისი სახე როგორღაც ბრტყელდება, რაც არც თუ სასიამოვნოდ გამოიყურება და შეიძლება შეგაშინოთ კიდეც”, - ამბობს პროფესორი. 

    და ბოლოს, პროფესორი მინი, რომელიც ბუდისტური ტრადიციებით არის აღზრდილი, ამბობს, რომ ყველა სხვა მიზეზთან ერთად, ადამიანები უბრალო მორიდებით ხუჭავენ თვალებს: “შესაძლოა იმიტომაც, რომ პარტნიორმა არ დაიმორცხვოს. თავად კი ამ დროს კონცენტრირებულნი არიან იმ გრძნობაზე, რომელიც შეყვარებულის მიმართ აქვთ და კოცნისგან მიღებულ სიამოვნებაზე”. 

    შესაძლოა, დაკვირვებულ ადამიანს, ყოველგვარი მეცნიერული ხედვის და კვლევის გარეშე, რაღაც მსგავსი და იდენტური დასკვნებიც გაეკეთებინა, მაგრამ, ხომ ხედავთ, რამხელა ძალა აქვს მეცნიერულ კომპეტენციას, ჩვენამდეც კი მოაღწია სინგაპურელი პროფესორის თვალსაზრისმა, თანაც ისე, როგორც სარწმუნო და დამტკიცებულმა ამბავმა. თუმცა კვლევის მეთოდებზე მითითებული არაფერია.