Flirtic ბლოგი


  •  

       ჩინელი მედიკოსები გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა აღმოჩინეს, რომ გამოსაკვლევად ექიმთან მისულ ქალბატონს მხოლოდ ნახევარი ტვიანი აღმოაჩნდა.

      39 წლის განმავლობაში ჩინელი ქალბატონი ჩვეულებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ექიმებს კი მხოლოდ მაშინ მიმართა, რაც ზოგადი სისუსტე იგრძნო.

      ”სკანირების დროს თვალებს არ ვუჯერებდით - ქალბატონს ტვინის მრცხენა ნახევარსფეროში რუხი ფერის ნივთიერება საერთოდ არ ჰქონდა, - განაცხადა ნევროლოგიის დირექტორმა ლინჰონგმა, -ითვლება, რომ მარცხენა ნახევარსფერო ადამიანის მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა კონკრეტულ პაციენტს კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონია”.

      პაციენტის მშობლის განცხადებით, მისი ქალიშვილი აბსოლუტურად ნორმალურ ცხოვრების წესს მისდევს: ”მან სკოლა კარგად დაამთავრა და ზოგადად, მშვენიერი მეხსიერება აქვს. მას ყველა ახლობლის ტელეფონის ნომერი ზეპირად ახსოვს”, -დასძინა ”ცალტვინა” ჩინელის დედამ.

  • 1. ბატარეის მაღალი ტემპერატურა
    თუ თქვენი ტელეფონის აკუმულატორი ცხელდება – ეს იმას ნიშნავს, რომ ის აქტიურად იტვირთება. ეს ნორმალურია საუბრის დროს, მაგრამ თუ აპარატი იმ შემთხვევაშიც ცხელდება, თუ მისით რამდენიმე საათია არ გისარგებლიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მის შიგნით რაღაც ისე არ ხდება, ანუ მოქმედებს ჯაშუშური პროგრამა.

    2. ტელეფონი ძალიან მალე ჯდება
    თუ ტელეფონი ძალიან მალე ჯდება, მაშინაც კი, თუ აქტიურად არ მოიხმარდით, ესე იგი, მასში რაღაც “სახიფათო” პროგრამა მოქმედებს. თუმცა ეს არ ეხება ძველ ტელეფონებს, რადგან დროთა განმავლობაში აკუმულატორი “ცვდება” და მისი სამუშაო რეჟიმი ქვეითდება – ეს ნორმალურია. დასაფიქრებელი მხოლოდ მაშინ არის, თუ ტელეფონი ახალია და სულ ცოტა ხნის წინ ნორმალურად მუშაობდა.

    3. რთულად ითიშება
    ყურადღება მიაქციეთ, ადვილად ითიშება თუ არა თქვენი ტელეფონი. თუ ამ პროცესს საეჭვოდ დიდი დრო სჭირდება და თან ნათურა გამორთულზე კიდევ დიდხანს ციმციმებს, ესე იგი, ტელეფონს რაღაც სჭირს. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ტელეფონის ტექნიკური პრობლემაც იყოს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ აქაც მოსმენის საშიშროება იყოს.

    4. ტელეფონის საერთო უცნაური მდგომარეობა
    თუ ტელეფონი თავისით ითიშება, იტვირთება, აყენებს ფონებს და პროგრამებს, სავარაუდოდ, ის ვიღაცის კონტროლის ქვეშ იმყოფება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული ოპერაციული სისტემის დარღვევები, მაგრამ ყურადღების მოდუნება ამ დროსაც არ ღირს.

    5. საუბრის დროს გაჩენილი ხარვეზები
    ხარვეზები შეიძლება იყოს 2 სახის: ისინი, რომელსაც თქვენ ამჩნევთ საუბრის დროს და ისინი, რომლებსაც ისმენთ, მაგალითად ტელეფონში მაშინ, როცა აუდიოსისტემებთან ახლოს იმყოფებით.
    პირველ შემთხვევაში საეჭვოა ექო და სხვა ხმაური (ხრიალი და სხვა…), რომელიც თან ახლავს თქვენს საუბარს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ აბონენტთან. ხანდახან ხარვეზის მიზეზი ცუდი დაჭერაა ან კიდევ სხვა პრობლემა, მაგრამ თუ ხმაური გამუდმებით გესმით, ეს უკვე შეშფოთების მიზეზია.