Flirtic ბლოგი


  • როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ ქართველ ცოლს ახასიათებს ეჭვიანობის მომენტი. მაგრამ ამ სტატიაში, მინდა მათ შორის ყველაზე ყველაზე ყველაზე ეჭვიანებზე ვისაუბრო და ისიც აგიხსნათ, თუ საიდან მოდის თქვენი მეორე ნახევრის ეჭვიანობა ან როგორ და რა მეთოდით აჯობებს ებრძოლოთ მას.

    კირჩხიბი – იშვიათი პანიკიორი და მესაკუთრეა. თავად ფიქრიც კი იმის შესახებ, რომ მისმა ქმარმა შეიძლება რომელიმე სხვა ქალისკენ გააპაროს სრულიად უწყინარი მზერა აბსოლუტურ შოკში აგდებს და წინასწარ უწყობს ამ უკანასკნელს დრამატულ ეჭვიანობის სცენებს, მრავალმხრივი სპეცეფექტების თანხლებით. ხშირად იგი სპეციალურად იწყებს წუწუნს და თავის შეცოდებას, რომ გასუქდა, მეუღლეს ძველებურად აღარ უყვარს და ა.შ. საიმისოდ რომ ამ უკანასკნელმა მრავალსაათიანი ვადით უმტკიცოს მას საპირისპირო. სხვათაშორის მისი ესოდენ სასტიკი მეთოდები რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ხშირად სავსებით ეფექტურად მოქმედებს მამრზე. შესაბამისად, საკუთარი ცოლის ისტერიული ხასიათით შეშინებული ქმარი, კირჩხიბი ცოლის ღალატს იშვიათად გაივლებს გულში.

    მორიელი – მისი ეჭვიანობა ყოვლისმომცველი და უკიდეგანოა. უბრალოდ იგი კარგად აკონტროლებს ამ ემოციის გარეგან გამოვლინებას. შესაბამისად, მას შესაძლოა გული ბოღმით ევსებოდეს, მაგრამ სახეზე მშვიდი ღიმილის თანხლებით გადაიტანს მეუღლის მიერ წამოწყებულ მსუბუქ ფლირტს წვეულებაზე გაცნობილ რომელიმე ლამაზმანთან. სახალხო გარჩევები და ისტერიკების მოწყობა, მორიელის სტილი არ არის. იგი საჭირო დროს დაელოდება დამნაშავის დასასჯელად… სასჯელი კი მმმ თქვენ არ იცით რა საოცარი იქნება.

    ვერძი – იგი ეჭვიანობს აბსოლუტურად აბსურდული და არარსებული მიზეზების გამო. თანაც ბრმად და საოცრად ხმაურიანად. შესაბამისად, სახალხოდაც არ მოერიდება საყვარელ ადამიანს დრამატული გარჩევის სცენა მოუწყოს. ვერძის ეჭვიანობა ემყარება ქვეცნობიერ შიშს იმისა, რომ იგი ნაკლებად ქალური და ნაზია. და რომ ერთ დღესაც მას უფრო ფაფუკი და დამყოლი მეტოქით ჩაანაცვლებენ. თუმცა ეს ფაქტი სულაც არ აიძულებს ვერძს საკუთარი ხასიათის სიხისტეზე დაფიქრდეს და მამაკაცთან ცოტა უფრო დამთმობი იყოს.

  • სხეულის ენით შესაძლებელია მიხვდეთ მოსწონხართ თუ არა მამაკაცს. უბრალოდ, უფრო მეტად უნდა დააკვირდეთ მის ქცევებს. ეს კი ის 5 ნიშანია, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც თქვენ შეგიძლიათ ირწმუნოთ, რომ მამაკაცს, რომელიც თქვენთან ურთიერთობისას ქვემოთ ჩამოთვლილი ქცევებს ავლენს, მოსწონხართ:

    1. ლამაზი ღიმილი - ბიჭის ნაზი და საყვარელი ღიმილი იმის მანიშნებელია, რომ მას თქვენ მოსწონხართ.

    2. წამოწითლება - თუ თქვენთან საუბრისას მამაკაცი წამოწითლდა ეს ნიშნავს, რომ გეპრანჭებათ და კარგის ნიშანია.

    3. თვალებით კონტაქტი - თუ ბიჭი დაჟინებით გიყურებთ თვალებში ე.ი. თქვენ მას ძალიან მოსწონხართ.

    4. ნაზი შეხება - თუ მამაკაცი ნაზად გეხებათ, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენთან სიახლოვე სურს.

    5. მოუსვენრომა - თუ ბიჭი თქვენთან ერთად მოუსვენრადაა და ღელავს, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ მას ძალიან მოსწონხართ.

    წყარო: etanews.ge