Flirtic ბლოგი


  •    2011 წელს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში სექსის სკოლა გაიხსნა. ამ უჩვეულო სასწავლო დაწესებულებაში მოხვედრა ყველას შეუძლია, ვისაც 16 წელი შეუსრულდა.
       სკოლა შვედმა ბიზნეს-ლედიმ, ილვა-მარია ტომპსონმა გახსნა. მისი თქმით, ეს პირველი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მსურველებს სექსს პრაქტიკაში შეასწავლის.
       სწავლების მთავარი მიზანია არა თეორია, არამედ პრაქტიკა. ჩვენ ადამიანი საუკეთესო საყვარლად უნდა ჩამოვაყალიბოთ. შევასწავლით სექსის პოზებს, ალერსის ტექნიკასა და ანატომიას”, – აცხადებს ტომპსონი.

       სტუდენტები სკოლის საერთო საცხოვრებელში ერთად ცხოვრობენ და “საშინაო დავალებებსაც” ერთად ასრულებენ. ხორციელი სიყვარულის ხელოვნების შესწავლის მსურველები სემესტრში 2 200 დოლარს იხდიან. სკოლის დამთავრების შემდეგ კი მათ დიპლომებს გადასცემენ.

        ბიზნეს-ლედი და მისი თანაგუნდელები დარწმუნებულნი არიან, რომ პროექტს დიდი წარმატება ელის. ავტრიაში კი მისმა დაარსებამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თამამი სარეკლამო რგოლი, რომელზეც მოსიყვარულე წყვილი იყო გამოსახული, ადგილობრივმა ტელევიზიებმა ეთერში არ გაუშვეს.

  • 1. გაიხადო მოუხერხებელი ფეხსაცმელი დიდი ხნის ტანჯვის შემდეგ.
    2. ჩაყო ხელი ბრინჯით ან წიწიბურათი სავსე ცელოფანში.
    3. აკოცო ბავშვს ნაზ ლოყაზე.
    4. დაადო ლოყა ბალიშის ცივ მხარეს.
    5. საყვარელი საჭმელის პირველი ლუკმა.
    6. საწოლზე დაცემა ხანგრძლივი დღის ან უძილო ღამის შემდეგ.
    7. პირველად აკოცო იმ ადამიანს, რომელიც მოგწონთ.
    8. ახალი წიგნის არომატი.
    9. პლიაჟზე საღამოს თბილ სილაზე ფეხშიშველი სიარული.
    10. ჩაიცვა სუფთა, ახალგაუთოვებული ტანსაცმელი.
    11. ზაფხულის წვიმაში სეირნობა.
    12. ფეხშიშველი ბალახზე გარბენა.
    13. ტბის სუნი წვიმის შემდეგ.
    14. საყვარელი ძაღლის ან კატის ბეწვზე მოფერება.
    15. თმებზე შეხება მათი შეჭრის შემდეგ.
    16. გაყინული ხელების კოცონთან გათბობა.
    17. დახველება მას შემდეგ, როცა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგდიოდათ.
    18. ჩაეხუტო ვინმეს, ვინც დიდი ხნის განმავლობაში გენატრებოდათ.
    19. კბილების გახეხვა ახალი ჯაგრისით.
    20. კომფორტულად შეეხვიო თბილ პლედში, როცა გარეთ წვიმს.
    21. ახალშემშრალი წებოს მოცილება ხელიდან, თითქოს ტყავის მეორე ფენაა.
    22. ნაცნობი არომატის შეგრძნება.
    23. ნაზად უკბინო მას, ვინც გიყვარს.
    24. სახლში დაბრუნებისას ტანსაცმლის გახდა.
    25. პირველი ჭიქა ღვინსი დალევა, და გაგება, რომ ცხოვრება – ძალიან სასიამოვნო რამაა.