Flirtic ბლოგი



  • 1. იმეილების, თუ მესიჯების შემოწმება: სამწუხაროდ, ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ პარტნიორს არ ენდობით. რატომღაც ქალების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ საყვარელ მამაკაცს მის გარდა, სხვა საქმე არ აქვს და სასიყვარულო ტექსტების წერის მეტს არაფერს აკეთებს. 

    2. ფიქრობთ, რომ პარტნიორს თქვენი ყველა ნაბიჯი უნდა მოსწონდეს და ინტერესდებოდეს. მისგან რატომ მოითხოვთ, რომ კოსმეტიკური ბრენდის ყველა სიახლეს იცნობდეს, მაშინ როდესაც 3 ფეხბურთელსაც კი ვერ ასახელებთ? 

    3. დიდ ენერგიას ხარჯავენ ზღაპრულ რომანებზე ოცნებით.

    4. ხშირად მარტოხელა ქალი ფიქრობს, რომ ოცნების პრინცი თავად იპოვის. 

    5. ფიქრობენ, რომ იდეალური სასიყვარულო ურთიერთობის შექმნა ადვილია.

    6. ფიქრობენ, რომ ქმარი, ან შეყვარებული პრობლემებს გადაუჭრით.

    7. სურთ მამაკაცს მისი უსიტყვოდ ესმოდეს. სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივია - თქვით რაც გაწუხებთ, ან გაბედნიერებთ.

    8. უარყოფენ, რომ ქორწინებაში სერიოზული პრობლემები აქვთ.

    9. ყველაფერს ზედმეტ ანალიზს უკეთებენ. ფიქრი საჭიროა, მაგრამ ზედმეტი ანალიზი არაფერს გარგებთ. არსებობენ ქალები, რომლებიც ისეთ საკითხებზეც კი დარდობენ და განიცდიან, როგორიცაა: მოგზაურობის დროს მხოლოდ ორჯერ რატომ დამირეკა, ან არ დამირეკა.

    მომზადებულია Yourtango-ს მიხედვით

    წყარო/Source: http://www.ambebi.ge/

  • ბუნების წამალი
    მიწა ამდიდრებს სხეულს სასიცოცხლო ენერგიით, მატებს მას სიჯანსაღეს და ძალას.
    უძველესი მედიცინის მიხედვით, ადამიანის სხეულის ოთხ შემადგენელ ხუთ ელემენტთაგან ერთ-ერთია ტალახი, უფრო სწორად, მიწა.
    აიურვედას მომხრეთა წარმოდგენებით, ტალახი უდიდეს როლს ასრულებს მთელი რიგი დაავადებების მკურნალობაში.


    მსგავსი წარმოდგენები უცხო არ იყო სხვა კონტინენტის მცხოვრებთათვის – ამერიკელი ინდიელებისთვისაც. ისინი არცთუ იშვიათად სვავდნენ მძიმედ დაავადებულ ადამიანს მხრებამდე მიწაში, რათა მის სხეულს იქიდან სასიცოცხლო ძალები და მასში შემავალი მინერალები მიეღო.
    ძველი ეგვიპტელები, ბერძნები, რომაელები მდინარის შლამით მკურნალობდნენ.
    ტალახის თერაპიის ეფექტი ჰიდროთერაპიის ზემოქმედების ანალოგიურია. სპა-სალონებში მომსახურების მრავალფეროვნების მიუხედავად, რომლებიც კლიენტებს გამაჯანსაღებელი ტალახით მკურნალობას სთავაზობენ (ტრადიციული აბაზანებიდან, უფრო „პროგრესული“ მეთოდების ჩათვლით), მათი უმრავლესობის ზემოქმედების მექანიზმი ერთი და იგივეა.
    სამკურნალოდ და კოსმეტიკურ საშუალებად ვარგისია ნებისმიერი ფერის ტალახი (თიხა), თუ ის მავნე ნივთიერებებსა და ქიმიურ მინარევებს არ შეიცავს.
    დღეს სირთულეს არ წარმოადგენს საჭირო პრეპარატის პოვნა აფთიაქსა თუ ინტერნეტ-მაღაზიაში. და მაინც, სპეციალისტები იმის მომხრენი არიან, რომ მკურნალობა იმ კურორტებზე უფრო ეფექტურია, სადაც ეს ტალახი მოიპოვება.
    სამკურნალო კურორტებზე ნებისმიერი ტალახს გააჩნია საჭირო თვისებები:
    გამოყენებამდე მას წმენდენ სხვადასხვა შენაერთებისგან, ბუნებრივი მინისა და მცენარეებისგან. ტალახის აბაზანაში პაციენტი მთლიანად ეშვება (ზემოთ რჩება მხოლოდ თავი).
    აბაზანის მიღების პროცედურა ასეთია:
    ტალახის მასა წყალში იხსნება და თანაბრად ნაწილდება ქსოვილზე, რომელსაც შემდგომ პაციენტს სხეულზე აფენენ და 1-2 თბილ სახვევში ახვევენ.
    პროცედურის შემდეგ ტალახი ცხელ აბაზანაში ჩამოიბანება, ხოლო შემდგომ მოსდევს ცივი შხაპი.
    ექიმები გვირჩევენ, რომ პირველ ჯერზე მხოლოდ 10 წუთიანი აბაზანით დავკმაყოფილდეთ. თანდათან პროცედურის ხანგრძლივობა 1 საათამდე იზრდება – ეს დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ ამტანობაზე.
    აღსანიშნავია, რომ პროცედურას მთელი რიგი უკუჩვენებები ახლავს თან (ჰიპერტონიული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვ.)
    მაღალი ტამპერატურის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ორგანიზმისთვის სერიოზულ დატვირთვას წარმოადგენს, ამიტომ ყველა პროცედურა ექიმის კონტროლის თანხლებით უნდა მიმდინარეობდეს.
    ტალახის პროცედურები სასარგებლოა კანისთვის:
    ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, აქტიურდება ნერვული დაბოლოებების მუშაობა. უმჯობესდება კანის ტონუსი, ისევე, როგორც მისი გარეგნული სახე და ფერი. თიხის სავლებები და აბაზანები კარგია ფსორიაზის, ლეიკემიისა და სხვა დერმატოლოგიური სახის დარღვევების სამკურნალოდ.
    ითვლება, რომ ამგვარი პროცედურები მნიშვნელოვნად ამცირებს რევმატიულ და სახსრების ტკივილებს, ხსნის ანთებით პროცესებს სხეულის ყველა ნაწილში.
    იგი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნასაც კი უწყობს ხელს. სპორტულ მედიცინაში ტალახს ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენის დასაჩქარებლად და კუნთების დაჭიმვისთვის გამოიყენებენ. 
    წყარო: newposts.ge