Flirtic ბლოგი


  • ის, თუ როგორ პოზაში გძინავთ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ამის მიხედვით ფსიქოლოგები მეტ-ნაკლებად განსაზღვრავენ პიროვნების ხასიათსა და შინაგან განწყობას.

    ემბრიონის პოზა - ადამიანი, რომელსაც ასეთ პოზაში სძინავს, დამოკიდებულია სხვის აზრზე, ცხოვრების ეშინია, ცდილობს ყოველდღიურ პრობლემებს გაექცეს ან თავი აარიდოს.

    ისინი, ვისაც ხელები თავქვეშ აქვთ ამოწყობილი და თავი ქვემოთ დახრილი, ცდილობენ, ყველაფერში პირველები იყვნენ. ლიდერობა ხიბლავთ, არ უყვართ სიურპრიზები. თითქმის არასოდეს აგვიანებენ.

    ზურგზე ძლიერ,
    საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ ადამიანებს სძინავთ. ისინი ცხოვრებას რეალურად უყურებენ. ზედმეტად პრაქტიკულები არიან.

    გვერდზე, ფეხმოხრილი ძილი გაწონასწორებულ, მშვიდ ადამიანებს უყვართ, მათ შეუძლიათ ცხოვრებისეულ სიძნელეებს ზედმეტი დაძაბულობისა და შიშის გარეშე შეეჭიდონ.

    მას, ვინც საბანში ზედმეტად გახვეულია, მოულოდნელი უსიამოვნების შიში აქვს.

  • 19 წლის თინეიჯერს საზოგადოების რისხვა მას შემდეგ დაატყდა თავს, რაც გამოაცხადა, რომ სამოგზაუროდ მიდიოდა, ხარჯების დაფარვას კი სექსის მეშვეობით აპირებდა.

    გოგონა თამამად აცხადებს, რომ გარეგნული მონაცემები და თაყვანისმცემელთა რიცხვი იმის საშუალებას აძლევს, რომ მოგზაურობაში ფული არ დაეხარჯოს და ვერ ვხდება, რატომ არ უნდა გამოიყენოს.

    თინეიჯერი რამდენიმე ქალაქში გეგმავს მოგზაურობას და მომავალ კანდიდატებსაც იქ აარჩევს. მანამ კი, ბილეთის ფული რომ მოაგროვოს და ცოტა სახარჯოდაც  დარჩეს, გოგონა გაცნობის საიტებზე ეძებს კანდიდატებს.

    მას მხოლოდ სამი მოთხოვნა აქვს - პარტნიორი უნდა იყოს 30 წლამდე, სიმაღლით მინიმუმ 1.75 სმ და უნდა ჰქონდეს კარგი შემოსავალი.

    როგორც გოგონა აღნიშნავს, ეს მისი პირველი მოგზაურობა არ არის. მან ადრეც მოინახულა ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი ამ მეთოდით, მაგრამ ახლა სურს მოგზაურობის არეალი გაზარდოს.