Flirtic ბლოგი


  • 22 საათი - სისხლში მატულობს ლეიკოციტების დონე; ორგანიზმის ტემპერატურა ეცემა; ბიოლოგიური საათი გვახსენებს, რომ ძილის დროა.

    23 საათი - ორგანიზმი სულ უფრო დუნდება. ყოველ უჯრედში მიდის აღდგენითი პროცესები.

    24 საათი - აზროვნება რთულდება. ტვინი კი მუშაობას განაგრძობს, რათა დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია “უჯრებში” გადაანაწილოს.

    1-ლი საათი - მგრძნობიარე ძილის პერიოდია. გაფუჭებულმა კბილმა ან დიდი ხნის წინ ნატკენმა მუხლმა შეიძლება თავი შეგახსენოთ და დილამდე ვერ მოისვენოთ.

    2 საათი - ყველა ორგანო, გარდა ღვიძლისა, ისვენებს. ის კი მუშაობს, რათა ორგანიზმი შხამებისა და წიდებისგან გაათავისუფლოს.

    3 საათი - ორგანიზმი ფიზიოლოგიურ დასვენებას განაგრძობს. არტერიული წნევა დაბლა იწევს, სუნთქვა და პულსი სუსტდება.

    4 საათი - ტვინს სისხლის მინიმალური რაოდენობა მიეწოდება, მაგრამ ჯერ გაღვიძებისთვის მზად არაა. სამაგიეროდ, სმენა აქტიურდება და ადამიანს შეიძლება უმნიშვნელო ხმაურისგანაც კი გაეღვიძოს.

    5 საათი - თირკმელები ისვენებს, კუნთები მოდუნებულია. ნივთიერებათა ცვლა სუსტად მუშაობს, მაგრამ ორგანიზმი უკვე ემზადება გასაღვიძებლად.

    6 საათი - სისხლში გამომუშავდება ადრენალინი და ნორადრენალინი, რომლებიც არტერიულ წნევას მაღლა სწევენ და გულიც უფრო გამალებით იწყებს მუშაობს. ორგანიზმი გაღვიძებისთვის ემზადება, მაგრამ გონებას გამოფხიზლება უჭირს.

    7 საათი - იმუნიტეტს ვარსკვლავური დრო უდგება. დროა ადგეთ, გაიჭიმოთ და კონტრასტული შხაპი მიიღოთ. სხვათა შორის, ამ დროს მიღებულ წამალს ორგანიზმი გაცილებით უკეთესად ითვისებს, ვიდრე დროის სხვა მონაკვეთში მიღებულს.
  • ეს კლავიატურა ჩემნაირებზე არის გათვლილი …კლავიატურაზე წყალი გადამესხა და ეხლა ზოგ ასოებს ზედმეტად წერს.
    შვეიცარიულმა კომპანიამ Logitech-მა შექმნა კლავიატურა რომლის გარეცხვაც შეგიძლიათ – Logitech Washable Keyboard K310.
    კლავიატურა რომელიც შეგიძლიათ გარეცხოთ

    კლავიატურა რომელიც შეგიძლიათ გარეცხოთ