Flirtic ბლოგი


  • 1. ქალის ინტუიცია მართლაც არსებობს. ის მართლაც გრძნობს, რატომ დაფიქრდი მანამ, სანამ უპასუხებდი შეკითხვაზე, როგორ არის შენი უფროსის მდივანი. გადარჩენა მხოლოდ ერთშია – არ მოატყუო.

    2. ყველა ქალი დარწმუნებულია: ყველა ექსბოიფრენდს მყარად სჯერა, რომ ერთხელაც ქალი მას დაუბრუნდება. და ერთგულად ელიან ამ ბედნიერ მომენტს.

    3. როცა ქალი იწყებს საუბარს სიტყვებით “შენ მართლა კარგი ბიჭი ხარ…” – შეგიძლია ჩაალაგო ბარგი-ბარხანა.

    4. ბევრად მეტი ენთუზიაზმით გიპასუხებს ქალი მიმართვაზე “ჩემო ენოტო”, ვიდრე მოსაფერებელ სიტყვებზე: “პატარავ” ან “ბაჭიავ”. რაც უფრო ექსტრავაგანტურია ზედმეტსახელი, მით ნაკლები შანსია, რომ ის სხვა ქალისთვისაც დაგიძახებია.

    5. მას არ უყვარს დედაშენი.

    6. თუ ქალი ინტერესდება შენი საყვარელი ფეხბურთელის სახელით – ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უეცრად გაეღვიძა სპორტის მიმართ ინტერესი. სინამდვილეში ის ცდილობს, მოარგოს შენს ფოსტას პაროლი.

    7. ურთიერთობის დასაწყისში ის ცოტათი ეფლირტავება შენს მეგობრებსა და კოლეგებს… და იცი რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდეთ სათქმელი: “კარგი ეგზემპლარია, ხელიდან არ გაუშვა!”

    8. პირველ პაემანზე მან შესაძლოა გაპატიოს უფულობა, გაუპარსავი წვერი, მაგრამ ვერ გაპატიებს იუმორისა და წარმოსახვის უნარის არქონას?

    9. ქალი ვერაფერს ცუდს იმაში ვერ ხედავს, რომ ჰქონდეს სექსი პირველივე პაემანზე მამაკაცთან, რომელიც მოეწონა. მაგრამ ამას ის მაინც არ გააკეთებს.

    10. ქალები აფასებენ ღირსშესანიშნავ თარიღებს. ყველაზე ღირსშესანიშნავი კი, რა თქმა უნდა, ისინია, რომლებიც შენ აღარ გახსოვს.

    11. ქალი გამუდმებით დაკავებულია შენი შეფასებით და შესაძლოა, იმედები გაუცრუვდეს, თუ ერთხელაც მამაკაცობაზე მისი წარმოდგენიდან თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯით გადაუხვევ

  • არაჩვეულებრივი სურნელი გაქვს. ეს არის კომლიმენტი,რომლის მოსმენაცყველა ტიპის მამაკას სიამოვნებს.

    შენთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. მამაკაცს ყოველთვის სურს იგრძნოს თავი ყველაზე ძლიერ და მამაც პიროვნებად. ამიტომაც თუ გსურთ ის ასიამოვნოთ, უთხარით მას ეს სიტყვები აუცილებლად.

    ვარჯიშობ? ჰკითხეთ აუცილებლად. ამ კითხვით თქვენ მას აგრძნობინებთ, რომ მისი ნავარჯიშები სხეული მოგწონთ.

    საოცრად მარჯვე ხარ . შესაძლოა სულაც არ იყოს თქვენი შეყვარებული სახლში მოხერხებული და არც არაფერის შეკეთება იცოდეს, თუმცა მცირედ სამუშაოზეც კი შეაქეთ ის და უთხარით კომპლიმენტი.

    მაგარი უკანალი გაქვს. არ შეგრცხვეთ და უთხარით. ისევე როგორც მამაკაცური ღირსების შექება, ეს კომპლიმენტიც მათში საოცარ შეგრძნებებს გამოიწვევს.

    კარგი სტილი გაქვს.
    მამაკაცთა უმრავლესობამ არ იცის როგორ ჩაიცვას სწორად, ამიტომაც თუ თქვენი პარტნიორი მოდაში კარგად ერკვევა და სამოსსაც ერთმანეთს კარგად უხამებს, აუცილებლად შეაქეთ.

    შენი სამსახური ძალიან მომწონს
    . რეალურად ადამიანთა უმრავლესობა საკუთარი სამსახურით უკმაყოფილოა, ეს კი მათ დეპრესიაშიც აგდებს. თუ თქვენ ეტყვით მას, რომ კარგი სამსახური აქვს, მის სიმპატიას დაიმსახურებთ.

    ძალიან ბევრს მაცინებ.
    ერთ-ერთ ინტერვიუში მერლინ მონრომ თქვა: „თუ თქვენ შეგიძიათ გოგონა გააცინოთ, მაშინ მას თქვენ ყველაფერზე დაითანხმებთ, შეხვედრაზეც კი“. ყველა მამაკაცს უყვარს, როდესაც ხაზს მის იუმორის გრძნობას უსვამთ, ამიტომაც ეს აუცილებლად უთხარით.

    შეაქეთ ის სექსის დროს. ყველა მამაკაცს სურს იცოდეს, რომ ის საუკეთესოა.

    ისეთი ტუჩები გაქვს ალბათ კარგი კოცნა იცი. ამ კომპლიმენტით თქვენ მას აგრძნობინებთ, რომ გინდათ აკოცოთ.