Flirtic ბლოგი


  • ჩემი ცოლი ავად გახდა. ის განუწყვეტლივ ნერვიულობდა პრობლემების გამო, რომლებსაც ხვდებოდა სამუშაოზე, პირად ცხოვრებასა და ბავშვებთან ურთიერთობაში. მან 30 ფუნტი დაიკლო და 35 წლის ასაკში სულ 90 ფუნტს (~40.8 კგ) იწონიდა. ძალიან გახდა, მუდმივად ტიროდა. ის არ იყო ბედნიერი ქალი. ყველაფერთან ერთად მას მუდმივად აწუხებდა თავის ტკივილები, გულის პრობლემები, ტკივილები ზურგსა და ნეკნებში. ცუდად ეძინა, მხოლოდ დილაობით ახერხებდა ჩაძინებას. ძალიან მალე იღლებოდა დღის განმავლობაში.

    ჩვენი ურთიერთობა გაწყვეტისაკენ წავიდა. ჩემი ცოლის სილამაზე სადღაც ქრებოდა. თვალები დასივებული ჰქონდა, თავის კანტური დასჩემდა და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა შეწყვიტა. უარს ამბობდა ფილმებში გადაღებაზე და არ თანხმდებოდა არანაირ როლს. მე იმედი დავკარგე და ვფიქრობდი, რომ ალბათ მალე გავიყრებოდით..

    მერე ისე მოხდა, რომ მე გადავწყვიტე მემოქმედა. ბოლოს და ბოლოს, მე მყავდა დედამიწის ზურგზე ყველა ლამაზი ქალი. ქალი, რომელიც იდეალია დედამიწაზე მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების ნახევარზე მეტისათვის. და მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ეძინა მის გვერდით და შეეძლო მხრებზე მოხვეოდა. მე დავიწყე მისთვის ყვავილების, კოცნისა და კომლიმენტების დაყრა. ვჩუქნიდი ბევრ საჩუქარს და ვცხოვრობდი მხოლოდ მისთვის. სახალხოდ მე მხოლოდ მასზე ვლაპარაკობდი. ყველა სასაუბრო თემას მისკენ ვამისამართებდი. სულ ვაქებდი, მარტონი ვიყავით თუ მეგობრებთან ერთად.

    არ დაიჯერებთ - ის თვალდათვალ გაიფურჩქნა. ადრინდელთან შედარებით უფრო გალამაზდა კიდეც. წონაში მოიმატა, ნერვიულობა შეწყვიტა და მეც უფრო მეტად შევუყვარდი, ვიდრე ოდესმე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას ასეთი სიყვარული შეეძლო.

    და მაშინ გავაცნობიერე ერთი რამ: ქალი წარმოადგენს მისი მამაკაცის ანარეკლს.

    თუ სიგიჟემდე გიყვარს, სწორედ ამად გადაიქცევა

  • ადამიანთა სრული უმრავლესობა ვისაც არ უნდა კითხოთ ეჭვიანობაზე, გეტყვით რომ ის ცუდი თვისებაა, მაგრამ იგივე ადამიანები თვითონ, დიდი ალბათობით გარკვეული დოზით ეჭვიანები არიან… ეჭვიანობის მცნება რთული ბუნებისა რადგან ეჭვიანობა შეუძლიათ როგორც განათლებულ და ჭკვიან ადამიანებს ისე გაუნათლებელ და სულელ ადამიანებს… მაგრამ ჭკვიანი ადამიანი ამას ყოველთვსი მალავს და ასე ვთქვათ “ჭკვიანურად” ეჭვიანობს ამა თუ იმ მოვლენაზე, შემთხვევასა თუ კონკრეტულ ადამიანზე… დღევანდელი სამყარო სიცრუით და ტყუილებით არის სავსე ხოლო იქ სადაც ტყუილი და სიცრულე დიდი დოზით გვხვდება ეჭვიანობა ბუნებრივათ იბადება როგორც სიცრუის შედეგი…

    თვითონ სიტყვა ეჭვიანობის განმარტება შემდეგში მდგომარეობს: ადამიანების მიმართ უნდობელი და ფრთხილი დამოკიდებულება ნათქვამია მცირე დოზით ეჭვიანობა სასაიმოვნოც კი არის პარტნიორი ადამიანისთვის რადგან ერთგვარი ყურადღების გამომხატველია და უტყუარი დასტურია იმისა რომ ამ ადამიანს შენდამი გარკვეული სახის ინტერესი გააჩნია…

    ალბათ ყველას შეგხვედრიათ ცხოვრებაში კეთილშობილი, ზდიობიანი და სათნო ადამიანი ასეთ ადამიანისგან ეჭვიანობა ძალიან იშვიათია ან ან საერთოდ გამორიცხულია რადგან მისთვის სიყვარული და ნდობა უფრო ღირებულია და მისაგები ვიდრე ეჭვიანობა და უნდობობა… ადამიანებს არასოდეს მოგგვწონს როცა ჩვენზე ეჭვიანობენ და ჩვენში ეჭვი შეაქვთ, იქნება ეს ჩვენი რაიმე საქციელი თუ შესაძლებლობა, არავის გვსიამოვნებს ამიტომ ჩვენც ნუ ვიქნებით ადამიანთა მიმართ ეჭვიანები რადგან უნდა გვახსოვდეს რომ ეს არავის სიამოვნებს და ყოველთვის კონფლიქტის მიზეზი ზდება…

    ეჭვიანობა სიცრუის და უნდობლობის შვილია ხოლო იქ სადაც სიყვარული და ნდობაა ეჭვიანობა მინიმუმამდე არის დაყვანილი… რადგან ეჭვიანობა ასეთი ძლიერია და ყველგან ააქვს ფესვები გადგმული და უშეცდომოც არავინაა სიყვარულს ააქვს ერთი უნიკალური თვისება ეს არის პატიება… როდესაც ადამიანს რაიმე ეშლება და შენ მას გულწფელად პატიობ და არ ხდები ამის გამო ეჭვიანი მის მიმართ “ჩსაფრებული ადამიანსი პოზას არ იღებმის” ამ ადამიანს ნდობა და პატივისცემა ერთი ორად ეზდება შენს მიმართ…
    ხოლო როდესაც პატიება არ შეგიძლია და ეჭვიანი ხდები მის მიმართ მასში იწვევ ზიზღს და უნდობლობას… რაც თქვენს ურთიერთობას სიცრუის და უნდობლობის დონეზე დაიყვანს ეს ყველაფერი კი ისევ ეჭვიანობის საფუძველი ხდება…